განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც სურთ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებში ცვლილების შეტანა. აზარტული თამაშობების (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის მოწყობის შემთხვევაში) მიმდინარე წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილების განხორციელებამდე, თანხმობის მისაღებად განცხადების წარდგენა სავალდებულოა, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში - ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიეწოდება ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე . გაითვალისიწინეთ! შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.