ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის რეგისტრაცია
ინფო
თუ თქვენ გაქვთ ვალდებულება აწარმოოთ ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი", ან/და ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, ჟურნალის ელექტრონული ვერსიის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაცია შეგიძლიათ განახორციელოთ აღნიშნული განცხადებით. ჟურნალის წარმოება ხორციელდება სტაციონალური ობიექტის მიხედვით (ერთ ობიექტზე ერთი ჟურნალი). შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.rs.ge ) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).