ცრუმაგიერობის საქმის ფარგლებში რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმება
ინფო
განცხადება განკუთვნილია ცრუმაგიერობის საქმის ფარგლებში პირის მიმართ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გასაუქმებლად. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
ყურადღება:
შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).