აზარტული კლუბის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტა/განახლება
ინფო
განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის ვისაც სურს დროების შეწყვიტოს/განაახლოს სათამაშო ბიზნესის საქმიანობა. ვალდებული ხართ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოთ შემოსავლების სამსახურს შესაბამისი საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე.
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.