აზარტული კლუბის მოწყობის პირობებში ცვლილების შეტანა
ინფო
განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც სურთ მათ მიერ ორგანიზებული აზარტული თამაშობის მიმდინარე თამაშობის წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და აღწერილობაში ცვლილებების შეტანა და შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე ვალდებულება აქვთ თანხმობის მისაღებად განცხადებით მიმართონ შემოსავლების სამსახურს, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში – ამ ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე.
გაითვალისწინეთ! შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.