ლატარიის თამაშობის მოწყობის/ცვლილების შეტანა
ინფო
განცხადება განკუთვნილია ლატარიის ორგანიზატორი პირისათვის, რომლსაც სურს ლატარიის ახალი თამაშის მოწყობა/ცვლილების განხორციელება. თანხმობის მისაღებად ორი კვირით ადრე უნდა განხორციელდეს განცხადების გადმოგზავნა რომელსაც თან უნდა ერთვოდეს: ა) ლატარიის მოწყობის პირობები (რეგლამენტი); ბ) ხელშეკრულება ლატარიის ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს ლატარიის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობისა და ნუმერაციის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლატარიის ბილეთებს ლატარიის ორგანიზატორი ამზადებს; გ) ბილეთების ნიმუში.
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.