დავალიანების ჩამოწერა სსკ 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის შესაბამისად
ინფო
განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც სურთ სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა პრიმა) , გ) და დ) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დავალიანების ჩამოწერა ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით შემდეგ შემთხვევებში: 1. თუ პირს აქვს 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და 2018 წლის 2 აგვისტომდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და სრულად აკმაყოფილებს სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა პრიმა) ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ამისათვის უნდა მოინიშნოს განცხადების ა პრიმა) ქვეპუნქტი; 2. თუ ფიზიკურ პირს აქვს 2013 წლის 1 იანვრამდე სსკ-ის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული/დარიცხული და 2014 წლის 25 დეკემბრამდე გადაუხდელი ჯარიმა. ამისათვის უნდა მოინიშნოს განცხადების გ) ქვეპუნქტი; 3. თუ ფიზიკურ პირს აქვს 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. ამისათვის უნდა მოინიშნოს განცხადების დ) ქვეპუნქტი. პირს უფლება აქვს ერთდროულად მონიშნოს განცხადების ის ქვეპუნქტები, რომლის პირობებსაც აკმაყოფილებს. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილი იქნება დავალიანების ჩამოწერის საკითხი მხოლოდ განცხადებაში მონიშნული ქვეპუნქტების მიხედვით.
გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკ