განცხადება განკუთვნილია
ექსპორტის პროცედურაში
საქონლის დეკლარირებისთვის
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
*საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში;
*სწორად აირჩიეთ დანიშნულების საბაჟო;
*სატრანსპორტო საშუალება ნიშანდებულია ლუქებით/იდენტიფიკაციის საშუალებებით;
გაითვალისწინეთ,
*მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში, საქონელი ექცევა თქვენს განკარგვაში და შეგიძლიათ საქონელი გაიტანოთ კონტროლის ზონიდან, ხოლო წითელი და ყვითელი დერეფნის შემთხვევაში, საქონლის განკარგვის უფლება გაქვთ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ დერეფნის შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ.
*საბაჟო დეკლარაცია დასრულებულია მხოლოდ მაშინ, როცა მასზე მითითებულია შეფასების "A" ნომერი.
*საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარუდგინოთ საბაჟო დეკლარაციის შეფასებიდან 10 დღის ვადაში.
სერვისის გამოყენება ასევე შესაძლებელია გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე, რომელზეც გადამუშავების ვადის გასვლამდე გამოიყენება ექსპორტის პროცედურა
აღნიშნული სერვისით სარგებლობა უფასოა
თუ თქვენ ასევე გსურთ საბაჟო ორგანოს მიერ „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსება, ტრანზიტის დეკლარაციის საფასურია 100 ლარი, არასამუშაო დროს 200 ლარი.