განცხადება განკუთვნილია "ოქროს სიის" მონაწილის სტატუსის მინიჭებისათვის
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
• აკმაყოფილებთ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის 27-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ პირობებს;
• სწორად გაქვთ მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
გაითვალისწინეთ, მიუხედავად განცხადების ატვირთვის თარიღისა, პირობების დაკმაყოფილების პერიოდი აითვლება განცხადებით მომართვის, თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 12 თვის განმავლობაში პერიოდით.
გახსოვდეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).
სერვისით მომსახურება უფასოა.