სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნუმერაციის ველის გამოყოფა
ინფო
განცხადება განკუთვნილია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მქონე პირთათვის, რომელთაც სურთ სათამაშო აპარატისთვის/სამორინის მაგიდისთვის/კლუბის მაგიდისთვის/წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისათვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისათვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროსათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გამოყოფა. მოსაკრებლის გადახდის ნიშნის მისაღებად, განაცხადთან ერთად უნდა წარადგინოთ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.