განცხადება განკუთვნილია საქონლის წარმოშობის რეტროსპექტული სერტიფიკატის მოთხოვნისთვის. რეტროსპექტული სერტიფიკატის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემდეგ.
საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი რეტროსპექტული სერტიფიკატის მოთხოვნისთვის, ექსპორტიორმა განაცხადთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა (ინვოისი), კონტრაქტი, დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, განხორციელებული ექსპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი)
გთხოვთ, საჰაერო ტვირთების შემთხვევაში, სერვისის გამწევ ორგანოში აირჩიოთ გეზ "აეროპორტი"
სერვისით სარგებლობა უფასოა