განცხადება განკუთვნილია „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის მოთხოვნისათვის
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
* სწორად გაქვთ არჩეული სერვისის გამწევი ორგანოს დასახელება;
* სწორად გაქვთ მითითებული მარილის რაოდენობა კილოგრამებში;
* ატვირთული გაქვთ საქართველოში შემოტანის სამართლებრივი საფუძველი;
* ატვირთული გაქვთ საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული ამ კონკრეტულ პარტიაზე)
*სწორად გაქვთ მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
გაითვალისწინეთ: თუ მარილის საბოლოო მომხმარებელი არის სხვა პირი, რომლის სასარგებლოდაც ახორციელებთ მარილის შემოტანას, წარმოადგინეთ ხელშეკრულება თქვენსა და საბოლოო მომხმარებელს შორის.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ნებართვა გამოგეგზავნებათ ელექტრონული სახით, ნებართვის ასაღებად ფიზიკურ სივრცეში მისვლის საჭიროება არ არსებობს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს: 2 299 299
სერვისით სარგებლობა უფასოა