განცხადება განკუთვნილია 
პრეფერენციული/არაპრეფერენციული წარმოშობის
სერტიფიკატის გაცემისთვის.
შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემა საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატები EUR-1, EUR-MED, ფორმა A, წარმოშობის სერტიფიკატი (ჩინეთი, ჰონგ-კონგი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები), არაბეთის სერტიფიკატი, CT-ГУАМ   და საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი.
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად, ექსპორტიორმა განაცხადთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
*ანგარიშფაქტურა (ინვოისი); 
*შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის შემთხვევაში; 
*დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ
*საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო   დღისა. 
სერვისით სარგებლობა უფასოა.