Tax Free-ის დღგ-ის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მიღების თაობაზე
ინფო
განცხადება განკუთვნილია პირისთვის, რომელიც ეწევა საცალო ვაჭრობას სტაციონარულ სავაჭრო ობიექტში ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და სურს მიიღოს უფლებამოსილება, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გასცეს სპეციალური ქვითარი (Tax Free), რომელიც წარმოადგენს ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნების საფუძველს. დღგ-ის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლების მისაღებად საჭიროა პირი იყოს დღგ-ს გადამხდელი და არ გააჩნდეს აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (WWW.RS.GE) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.