დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციებზე დაბეგვრის უფლების გამოყენება (ავტომატური+)
ინფო
განცხადება განკუთვნილია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირისთვის, რომელსაც სურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამავე კოდექსის 171 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით გაწერილ ოპერაციებზე გაივრცელოს დღგ-თი დაბეგვრის უფლება და წარადგენს განცხადებას. უფლების გამოყენება დასაბეგრ პირს შეუძლია, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემდეგი საანგარიშო პერიოდის პირველი რიცხვიდან. გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.