განცხადება განკუთვნილია საბაჟო დეკლარაცია ფორმა4-ით .საქონლის დეკლარირებისთვის
გთხოვთ, განცხადების შევსებისას გაითვალისწინოთ, რომ:
* სწორად აირჩიეთ სერვისი გამწევი გაფორმების ორგანოს დასახელება;
* საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში;
გაითვალისწინეთ,
მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში, საქონელი ექცევა თქვენს განკარგვაში და შეგიძლიათ საქონელი გაიტანოთ კონტროლის ზონიდან, ხოლო წითელი და ყვითელი დერეფნის შემთხვევაში, საქონლის განკარგვის უფლება გაქვთ საბაჟო ორგანოს თანამშრომლის მიერ დერეფნის შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ.
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას, დოკუმენტები წარედგინება ელექტრონული ფორმით,ხოლო დოკუმენტები მატერიალური ფორმით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. ლიცენზიები, ნებართვები, სერთიფიკატები, გარანტები და შეღავათის დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია, როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.
აღნიშნული სერვისით სარგებლობის საფასურები დიფერენცირებულია.