ფორმა #2 არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ და მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე Form #2 – Non-Resident’s Declaration on Taxes Paid/Withheld in Georgia and Request for Refund
ინფო
განცხადება განკუთვნილია, საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ან არარეზიდენტის კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენელი პირისთვის, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის N633 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, შემოსავლების სამსახურში წარადგენს ფორმა N2-ს, რეზიდენტობის დამადასტურებელ ცნობას დედანთან (და მის ქართულ ენაზე ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანთან) ერთად.
გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.