წამახალისებელი გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობა
ინფო
განცხადება განკუთვნილია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთათვის, რომელთაც სურთ მოაწყონ გათამაშების ახალი ეტაპი. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია ახალი ეტაპის მოწყობისათვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები.
გაითვალისწინეთ, დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვით ორი ან ორზე მეტი ეტაპის ერთდროულად ჩატარება.
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.