(შემცირება) საწარმო/ორგანიზაციათა ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელების შემცირების/არგადახდის შესახებ საგ. ვალდებ. არანაკლებ 50%-ით შემცირების შემთხვევაში
ინფო
განცხადება განკუთვნილია, პირთათვის, რომელთაც ს.ს.კ. 205-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქონებაზე ქონების გადასახადის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით უმცირდება გასულ საგადასახადო წელთან შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 ივნისისა გამოაგზავნის განცხადებას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხა. შენიშვნა: სსკ 205-ე მუხლი მე-6 ნაწილის შესაბამისად, თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელი გადაიხადოს მიმდინარე წლისთვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით. აღნიშნულ შემთხვევაში, ზემოთხსენებული განცხადება არ იგზავნება, გადასახადის განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, წერილობით მოგვმართოთ კომუნიკატორის მეშვეობით. https://eservices.rs.ge/ClientApp/dist/VideoHelp?video=324 გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი