ფიზიკურ პირებზე შეცდომით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრების გაუქმების, პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანებისა და ელექტრონული ზედნადებების/ანგარიშ-ფაქტურების მოქმედ კოდზე გადატანა
ინფო
განცხადება განკუთვნილია გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირისათვის, რომელსაც სურს შეცდომით მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის გაუქმება და პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანება.
გაითვალისწინეთ: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.