განცხადება განკუთვნილია მეწარმე ფიზიკური პირებისათვის, რომელსაც მომართული ქონდა შემოსავლების სამსახურისთვის ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტის თაობაზე განაცხადით და სურს საქმიანობის განახლება.
ყურადღება:
შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).