განცხადება განკუთვნილია მეწარმე ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც სურთ ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა. განაცხადში მითითებული საქმიანობის შეწყვეტის თაღირიდან 30 სამუშაო დღის ვადაში ვალდებული ხართ ელექტრონულად წარადგინოთ დეკლარაცია ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილის (მიკრო/მცირეს შემთხვევაში 93-ე მუხლის) შესაბამისად. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე. ყურადღება:
შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განცხადებას და ამის საფუძველზე ელექტრონულადვე გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს (მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი).