ბინგოს ობიექტის ადგილმდებარეობის ცვლილება
ინფო
განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც სურთ ბინგოს ობიექტის ადგილმდებარეობის შეცვლა. განცხადებასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) ხელშეკრულება ნებართვის მფლობელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის და ნუმერაციის მითითებით; ბ) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი); გ) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში; დ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი.
გაითვალისწინეთ! შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.