განცხადება განკუთვნილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე
შემოსატანი საქონლის წინასწარ,
საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე დეკლარირებისთვის.
გთხოვთ, განცხადების ელექტრონული ფორმით შევსებისას დარწმუნდეთ, რომ:
*სწორად აირჩიეთ სერვისის გამწევი გაფორმების ორგანოს დასახელება ან/და საბაჟო გამშვები პუნქტი;
*საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გემით (ბორნით) გადაზიდვის შემთხვევაში, მითითებულია გემის (ბორნის) დასახელება;
გაითვალისწინეთ, მწვანე ან ლურჯი დერეფნის შემთხვევაში, ტვირთი საზღვრიდანვე ექცევა იმპორტიორის სრულ განკარგვაში (ნებადართულია ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა), ხოლო წითელი ან ყვითელი დერეფნის შემთხვევაში, დეკლარცია სრულდება საბაჟო კონტროლის ზონაში.
საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა უნდა განხორციელდეს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 დღის განმავლობაში;
გახსოვდეთ, საბაჟო დეკლარაცია დასრულებულია მხოლოდ მაშინ, როცა მასზე მითითებულია შეფასების "A" ნომერი.
სერვისით მომსახურების საფასური:
*3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100ლარი;
*3 000-დან 15 000ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300ლარი;
*15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე - ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400ლარი;