ბიუჯეტში გადახდილი გაურკვეველი თანხების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა
ინფო
განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, ვინც გადაიხადა ბიუჯეტში თანხა, რომელიც არ აისახა მიზნობრივად და სურთ აღნიშნული თანხის ასახვა პირად აღრიცხვის ბარათზე.
განცხადებაში დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი მიზეზი და თან უნდა დაერთოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საჭიროების შემთხვევაში ბანკის მიერ გაცემული ცნობა. შენიშვნა! გადახდის დამადასტურებელი ქვითარი აუცილებლად უნდა იყოს სრულყოფილი სადაც წაკითხვადი იქნება გადასახადის გადამხდელის დასახელება , საიდენტიფიკაციო კოდი, სახაზინო კოდი, თანხა და თარიღი.
ყურადღება: შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.