განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც სურთ ბინგოს მოწყობის პირობებში ცვლილების შეტანა. მომგებიანი თამაშობების ზოგად წესში, თამაშობების ჩამონათვალსა და დეტალურ აღწერილობაში ცვლილების განხორციელებამდე, თანხმობის მისაღებად განცხადების წარდგენა სავალდებულოა, ხოლო სხვა ცვლილების განხორციელების შემთხვევაში - ცვლილების განხორციელებამდე არაუგვიანეს 1 დღისა შემოსავლების სამსახურს მიეწოდება ინფორმაცია აღნიშნული ცვლილების თაობაზე.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე . გაითვალისწინეთ! შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ელექტრონულად წარმოდგენილ განაცხადსა და მის საფუძველზე ელექტრონულად გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს გააჩნია ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, მიუხედავათ იმისა, რომ მას არ ახლავს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.