განცხადება განკუთვნილია იმ პირთათვის, რომელთაც უფიქსირდებათ ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხა და სურთ აღნიშნული თანხის დაბრუნება პირად საბანკო ანგარიშზე.
განცხადებაში დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი ზედმეტობის წარმოშობის მიზეზი და თან უნდა დაერთოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N916 ბრძანების მე-13 პრიმა-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც დიფერენცირებულია ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესაბამისად.
ასევე, ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების სერვისით სარგებლობისათვის, სავალდებულოა, მიუთითოთ ქვემოთ ჩამოთვლილი საბანკო დაწესებულებებიდან რომელიმეში გახსნილი, გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი:
1."თიბისი ბანკი" - TB; 2."საქართველოს ბანკი" - BG; 3."ბაზისბანკი" - BS;
4."სილქ როუდ ბანკი" - BT; 5."ფინკა ბანკი საქართველო" - FG; 6."ხალიკ ბანკი საქართველო" - HB; 7."ტერაბანკი" - KS; 8."ლიბერთი ბანკი" - LB; 9."ბანკი ქართუ" - CR ;10."ვი თი ბი" -VT. 11."პროკრედიტ ბანკი" -PC. ; 12."კრედო ბანკი" - CD ; 13."პაშა ბანკი საქართველო" -PB; 14."ზირაათ ბანკი" -ZB; 15."იშ ბანკი" -IS.
იხილეთ განცხადების მოხმარების სახელმძღვანელო