იმპორტის ნებართვების მაძიებელთათვის სიახლეა, გაცნობებთ, რომ იცვლება ელექტრონულად ნებართვის
მიღებისას ანგარიშსწორების
წესი: გადახდა განხორციელდება დარეგისტრირებული განცხადების ID-ის შესაბამისად, რომელსაც მიიღებთ
SMS–შეტყობინების სახით
მობილურსა და მეილზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და თავი შეიკავოთ წინასწარ სანებართვო
მოსაკრებელის გადახდისგან
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელo ხაზი: 2919167; მომსახურეობის სამმართველოს
შიდა ნომრებo: 3151, 3153.
1. სეს ესნ-ის 1101 00 110 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ
ხორბლის ფქვილზე,
1104 19 610 00, 1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00
სასაქონლო ქვესუბპოზიციებში
კლასიფიცირებულ ქერსა და 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოზე ნებართვა
წარედგინება საქონლის თავისუფალ
მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) დეკლარირებისას.
2. ნებართვა არ ესაჭიროება: ა) არაუმეტეს 200 კილოგრამის ოდენობის სეს ესნ-ის 1001 19 000 00
და 1001 99 000 00
სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ხორბალს, 1101 00 110 00 და 1101 00 150 00
სასაქონლო ქვესუბპოზიციებში
კლასიფიცირებულ ხორბლის ფქვილს, 1104 19 610 00,1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00
და 1104 29 080 00
სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ქერსა და 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოს;
ბ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებულ ფქვილს, ქატოს ან/და სეს ესნ-ის 1003
სასაქონლო პოზიციაში შემავალი ქერის გადამუშავების შედეგად მიღებულ სეს ესნ-ის
1104 19 610 00,1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00
სასაქონლო ქვესუბპოზიციებში
კლასიფიცირებულ საქონელს; გ) სეს ესნ-ის 1101 00 110 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში
კლასიფიცირებულ ხორბლის ფქვილს, 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოს ან/და
1104 19 610 00,1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში
კლასიფიცირებულ ქერს, მათზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაციის
საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევაში.
3.სეს ესნ-ის 1001 19 000 00 და 1001 99 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ხორბალზე,
1101 00 110 00 და 1101 00 150 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ხორბლის ფქვილზე,
1003 და 1104 19 610 00, 1104 19 690 00, 1104 29 040 00, 1104 29 050 00 და 1104 29 080 00 სასაქონლო
ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებულ ქერსა და 2302 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულ ქატოზე ნებართვის გამცემი
ორგანოა ეროვნული სააგენტო.
4. სეს ესნ-ის 2302 სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონლიდან ნებართვა ესაჭიროება მხოლოდ ქატოს.